LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონამ მოტოციკლეტებს ბრძოლა გამოუცხადა

62

ბარსელონამ მოტოციკლეტებს ბრძოლა გამოუცხადა. კატალონიის დედაქალაქის საბჭომ გადაწყვიტა, რომ გარემოში მავნე გამონაბოლქვის რაოდენობა მაქსიმალურად შეამციროს. სწორედ ამიტომ, 2018 წლის დეკემბრიდან მოტოციკლეტებისა და მოპედების მფლობელებს დამატებითი შეზღუდვები დაეკისრებათ. უფრო ზუსტად კი ორბორბლიანი ტრანსპორტი, რომელიც ეკოლოგიურ ნორმებს ვერ აკმაყოფილებს, დლის 7 საათიდან საღამოს 8 საათამდე მოძრაობას ვეღარ შეძლებს. ხოლო მათ კი ვინც მავნე გამონაბოლქვის მხრივ პრობლემას არ წარმოქმნის, შესაბამისი დოკუმენტის აღება და თავისუფლად მოძრაობა შეეძლებათ.

საინტერესოა, რომ ბარსელონაში დარეგისტრირებულ მოტოციკლეტთა და მოპედთა 40% ეკოლოგიურ ნორმებს ვერ აკმაყოფილებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები