LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონას მეტრო ელექტრომობილებს დამუხრუჭების ენერგიით დამუხტავს

115
hero-image.fill.size_1248x702.v1

ესპანეთში, ბარსელონას მეტრო ელექტრომობილების დასამუხტად გამოიყენებს ენერგიას, რომელსაც მატარებელი დამუხრუჭების დროს გამოყოფს. ამის შესახებ Turkmen portal წერს.
სისტემის მუშაობის პრინციპი მარტივია: როცა მატარებელი პლატფორმასთან ამუხრუჭებს, მისი ენერგია ძრავის დახმარებით გარდაიქმნება ელექტროენერგიად, რომელიც გენერატორის რეჟიმში მუშაობს.

მიღებული ენერგიის ნაწილი მეტროს სადგურისა და მატარებლების შემდგომ მუშაობას მოხმარდება, მეორე ნაწილი კი დასამუხტი სადგურებისკენ გადაიგზავნება.

ამჟამად პროექტში მეტროს 16 სადგურია ჩართული და მომავალში მათი რაოდენობის გაზრდა იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები