LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონას მუზეუმმა ნუდისტური ექსკურსიები დაიწყო

167
231030130128-barcelona-nude-muse

კატალონიაში, ბარსელონას არქეოლოგიურ მუზეუმში ამიერიდან ექსკურსიები სპეციალურად ნუდისტებისთვის ჩატარდება. ექსპოზიციის დათვალიერების დროს, მათ ნებას დართავენ, რომ სრულად გაიხადონ, წერს CNN.

დასაწყისისთვის „გახდილი“ ექსკურსიები ხელოვანი ლუიჯი სპინის ფოტო გამოფენას მოიცავს. თავის ნამუშევრებზე ლუიჯის ცნობილი ანტიკური ქანდაკებების დეტალები აქვს აღბეჭდილი. მუზეუმი დამთვალიერებლებს ჰპირდება, რომ მომავალში „სრულად გახდილები და სხვა ნუდისტებით გარშემორტყმულები“ ხელოვნების სხვა ნიმუშების დათვალიერებასაც შეძლებენ.

უჩვეულო ექსკურსია 90 წუთი გრძელდება და დახურულ კარს მიღმა ტარდება, რათა გახდილი ვიზიტორები ჩაცმულებთან არ გადაიკვეთონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები