LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონაში ახალი სასტუმროების აშენება აიკრძალება

40

ბარსელონაში ახალი სასტუმროების აშენება აიკრძალება. კატალონიის დედაქალაქს ტურისტთა დიდი ნაკადები ძალიან აწუხებს და ადგილობრივებს დიდ დისკომფორტსაც უქმნის. შესაბამისად, ხელისუფლება რადიკალური ზომების მიღებას გეგმავს, რაც დამსვენებელთათვის განკუთვნილი აპარტამენტების შეზღუდვას გულისხმობს. „გარდიანის“ ინფორმაციით, ბარსელონაში ვიზიტორთა რაოდენობა ყოველ წელს იზრდება და 2016 წელს ქალაქი 32 მილიონმა ადამიანმა დაათვალიერა. ხოლო თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მხოლოდ 1,6 მილიონს შეადგენს, მაშინ ეს ციფრი კიდევ უფრო შთამბეჭდავი და სავარაუდოდ, ძალიან არაკომფორტულიც გამოდის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები