LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონაში გამოჩნდა რობოტი, რომელსაც ელექტრომობილის დამუხტვა ნებისმიერ ადგილას შეუძლია

126
ბარსელონაში გამოჩნდა რობოტი, რომელსაც ელექტრომობილის დამუხტვა ნებისმიერ ადგილას შეუძლია

ბარსელონას ერთ-ერთ პარკინგზე (ესპანეთი) გამოჩნდა მობილური რობოტი, რომელიც ელექტრომობილებს მუხტავს. რობოტის დახმარებით ელექტროქარის დამუხტვა არამხოლოდ სპეციალურ სადგომებზე, არამედ ნებისმიერ საპარკინგე ადგილზე იქნება შესაძლებელი.

რობოტი ZiGGY სადგომზე ბორბლების დახმარებით გადაადგილდება. ავტომფლობელმა მისი მომსახურება მობილური აპლიკაციის დახმარებით წინასწარ უნდა დაჯავშნოს. შემდეგ რობოტი თავისი კლიენტისთვის ერთ საპარკინგე ადგილს შეინახავს და მას იქ დაელოდება.

ინიციატივის დამსახურებით ელექტრომობილი ბევრად უფრო კომფორტული ტრანსპორტი უნდა გახდეს, რადგან დასამუხტი სადგურების სიმცირის პრობლემა მოგვარდება. პერსპექტივაში რობოტი ისეთ პარკინგებზეც იმუშავებს, სადაც დასამუხტი სადგური ტექნიკურად არ ყოფილა გათვალისწინებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები