LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბასიანი“ გასტროლით პეტერბურგში მიემგზავრება

58

Ardaidardo.Geსაქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ 24 იანვარს, ხუთი დღით, პეტერბურგში მიემგზავრება. ფესტივალის „Крещенские вечера“ ფარგლებში დიდ საკონცერტო დარბაზში «Октябрьский» გამართავს. „ბასიანი“ პეტერბურგში უკვე მესამედ სტუმრობს, თუმცა თავისი არსებობის განმავლობაში 20-მდე ქვეყანაშია ნამყოფი გასტროლით, ტურნე ჰქონდათ ამერიკის შეერთებულ შტატებსა თუ საფრანგეთში, გამოვიდნენ მადრიდის, ამსტერდამის, ლისაბონისა და სხვა ევროპული ქალაქების დარბაზებში.

 

„ბასიანი“ 2000 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით დაარსდა, 13-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ მას სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი მიენიჭა. მისი ხელმძღვანელი გიორგი დონაძე გახლავთ.

„ბასიანს“ 8 ალბომი აქვს გამოცემული, ერთ თვეში კი მზის სინათლეს მათი რიგით მეცხრე ალბომი იხილავს. რაც შეეხება რეპერტუარს, ის დაფუძნებულია ძველ ქართულ ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებზე.

ლინკოლნ ცენტრის ფესტივალის „Mostly Mozart Festival“-ის სტუმარმა ქართულმა ანსამბლმა ძალიან კარგი კრიტიკა დაიმსახურა, მათ შორის „ნიუ-იორკ ტაიმსისგან“. „ბასიანი“ კიდევ რამდენიმე პრესტიჟულ ფესტივალს სტუმრობდა და პეტერბურგშიც ამავე მიზნით მიემგზავრება.

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები