LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

13

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე (ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია), საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

როგორც  საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, 17 ნოემბერს აღნიშნულ მონაკვეთზე, გზის მიმდებარე ფერდიდან დიდი რაოდენობით მიწა-კლდისა და ლოდების მასა ჩამოწვა და ამ მიმართულებით მოძრაობა დაიკეტა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ ოპერატიულად ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, დღის ბოლოსთვის, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში გაიხსნა. ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა სრულად არის აღდგენილი.