LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ზედამხედველობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

9

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ზედამხედველობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატავად ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ზედამხედველობაზე საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად.

როგორც დეპარტამენტიდან ”ფორტუნას” აცნობეს, დავალების სავარაუდო ხანგრძლივობა 42 თვეა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:

”საქართველოს მთავრობამ განვითარების პარტნიორებისაგან მიიღო დაფინანსება ბათუმის შემოვლითი გზის პროექტისათვის. აღნიშნული დაფინანსების ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთქმული კონტრაქტის ფარგლებში გადახდების განსახორციელებლად. კონტრაქტი ერთობლლივად დაფინანსდება აზიის განვითარების ბანკის (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიერ (AIIB). აზიის განვითარების ბანკი წარმოადგენს პროექტის წამყვან დამფინანსებელ პარტნიორს და განახორციელებს მის ადმინისტრირებას არსებული თანა-დამფინანსებლის სახელითაც. თანადამფინანსებლის (AIIB) წესდება ითვალისწინებს უნივერსალურ შესყიდვას და მასზე არ ვრცელდება შეზღუდვა მონაწილეთა ეროვნების მიხედვით. თუმცა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების, თავი VII -ით გათვალისწინებული, გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, ტენდერში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ის ფირმები, რომელთა ქვეყანაშიც შემსყიდველის ქვეყნიდან აკრძალულია საქონლის იმპორტი, ან სამუშაოსა და მომსახურების კონტრაქტის გაფორმება ან პირთა მიმართ გადახდების განხორციელება აღნიშნული ქვეყნიდან”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მათივე ცნობით, შერჩევა ხარისხსა და ფასზე დაფუძნებული (QCBS) შერჩევის მეთოდის გამოყენებით აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს თანახმად Guidelines on The Use of Consultants by Asian Development Bank and Its Borrowers განხორციელდება, (რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე: http://www.adb.org/documents/guidelines-use-consultants-asian-development-bank-and-its-borrowers)

ინტერესის გამოხატვა წარმოდგენილი უნდა იქნას აზიის განვითარების ბანკის ვებ-გვერდის მეშვეობით:  https://uxdmz06.adb.org/OA_HTML/OA.jsp?OAFunc=XXCRS_CSRN_PROFILE_PAGE&selNo=131858  არაუგვიანეს,  2016 წლის 10 დეკემბრისა.

fortuna.ge