რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერს ნინო ძოწენიძე სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ახალი ნამუშევარი „კარგი იყო არ გამეცნე თავიდან“ წარუდგინა. მომღერალმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და კიდევ ერთი ახალი სიმღერა დააანონსა.
ნინო, მოგვიყევი შენს ახალ ნამუშევარზე „კარგი იყო არ გამეცნე თავიდან“.
ეს სიმღერა ერთი წელი მზადდებოდა და ვფიქრობ, რომ კარგი გამოვიდა. ბავშვობიდან გამორჩეულად მიყვარდა ეს ორი სიმღერა და მინდოდა, რომ ჩემი ვერსია მქონოდა. არანჟირების ავტორი ზაზა ხუბუკელაშვილია. უდიდესი მადლობა მას, გული და სული ჩადო ამ სიმღერაში. ვფიქრობ, განსაკუთრებული ვერსიაა. ამ სიმღერების კომპოზიტორი ცნობილი არ არის, ხალხურ, ქალაქურ სიმღერებად მოიაზრებიან. ტექსტი იეთიმ გურჯის გახლავთ. ვიდეოკლიპიც გადავიღე.
ვინ იმუშავა ვიდეორგოლზე?
ჩემი მეგობარი, შოთიკო მაისურაძე არის ოპერატორი, რეჟისორი. მინდოდა, რომ კლიპში მოცეკვავეები ყოფილიყვნენ, რომ მე მემღერა და მათ სხეულის ენით გამოეხატათ ის, რასაც მე ვმღერი. ამ ორმა ადამიანმა შეავსო ეს ყველაფერი. მინდოდა, ემოციური ყოფილიყო და მგონი, გამოვიდა.
როგორია სამომავლო გეგმები?
მაქვს ახალი სიმღერა და ველოდები ვიდეოს გადაღებას. ეს ძალიან ლამაზი სიმღერა კობა მესხიამ დამიწერა. ასევე, შევკარი ბენდი „ნეო“.
ნინო ძოწენიძე – კარგი იყო არ გამეცნე თავიდან
გადაცემის ჩანაწერი