LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვობიდან მახსოვს ეს სიმღერა… სულ მინდოდა, ეს ნამუშევარი გამეკეთებინა, რომ ცოტა თანამედროვე, მხიარული და ახალგაზრდული ყოფილიყო“ – ავთო ჩადუნელი

263
ავთო-ჩადუნელი

რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში მომღერალ ავთო ჩადუნელის ახალი სიმღერის, „ქალი ხარ თუ ნატვრის თვალი“ პრემიერა შედგა. მომღერალმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და დაგეგმილი კონცერტები დააანონსა.

ავთო, ვისაუბროთ თქვენს ახალ სიმღერაზე, „ქალი ხარ თუ ნატვრისთვალი ხარ“?

ბავშვობიდან მახსოვს ეს სიმღერა. ეს არის ხალხური სიმღერა. სულ მინდოდა, ეს ნამუშევარი გამეკეთებინა, რომ ცოტა თანამედროვე, მხიარული და ახალგაზრდული ყოფილიყო. სტუდია და არანჟირება, რა თქმა უნდა, ცირა ბზიშვილს ეკუთვნის. წელია, რაც ცირასთან ვთანამშრომლობ, მან იცის ჩემი შესაძლებლობები. ცირას ბევრი საავტორო სიმღერაც მაქვს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

რა თქმა უნდა, ჩანიშნულია საღამოები, როგორც საქართველოში, ისე ისრაელში. არის კიდევ ბევრი ისეთი გეგმა, რომელზე წინასწარ საუბარიც არ მინდა.

ავთო ჩადუნელი – ქალი ხარ თუ ნატვრის თვალი ხარ

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები