LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზარზე გამოდის ელექტრო კროსოვერი Mitsubishi Eclipse Cross

106
ბაზარზე გამოდის ელექტრო კროსოვერი Mitsubishi Eclipse Cross

საავტომობილო ბრენდმა Mitsubishi Motors დააზუსტა, რომ ბაზარზე მალე ახალი მოდელი – პოპულარული კროსოვერის Eclipse Cross-ის ელექტრო ვერსია გამოვა.

მანქანის მიწოდება ევროპულ სადილერო ცენტრებში ეტაპობრივად,  2025 წლის ბოლომდე დაიწყება.

ახალი მოდელის საფუძველს წარმოადგენს სპეციალური ელექტრო არქიტექტურა CMF-EV.

მოდელს 20 დიუმის დიამეტრის ბორბლები აქვს, რომელთა დიზაინშიც გამოყენებულია Mitsubishi-ის ლოგოსთვის დამახასიათებელი სამკუთხა ფორმა.

კროსოვერი აღჭურვილია ელექტროძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 160 კილოვატ სიმძლავრეს და 300 ნიუტონ-მეტრი ბრუნვის მომენტს.

ძრავი იკვებება 87 კვტ⋅სთ ტევადობის ელემენტით, რომლის რესურსი მწარმოებლის შეფასებით 600 კილომეტრს აღწევს WLTP მეთოდიკით.

კომპანიის გეგმებშია 2026 წელს უფრო ხელმისაწვდომი ვერსიის გამოშვება შემცირებული სავალი მარაგით.

სალონში მწარმოებელმა განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნა – გამოყენებულია ვერცხლისფერი დეკორატიული ელემენტები და მრავალფეროვანი განათების პანელი, რომელიც მძღოლს სთავაზობს 48 სხვადასხვა ელფერს.

განათების ფერი ავტომატურად იცვლება არჩეული მართვის რეჟიმის მიხედვით.

მგზავრების თავზე განთავსებულია პანორამული სახურავი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს თავისი გამუქების დონე ელექტრონული სიგნალის მეშვეობით.

სალონის ცენტრში განთავსებულია 12,3 დიუმიანი მედია სისტემის ეკრანი, ხოლო მანქანაში დამონტაჟებულია Harman Kardon-ის აუდიოსისტემა, რომელსაც ხმის გადაკეთება შეუძლია ხუთ აკუსტიკურ რეჟიმად.

ელექტრო კროსოვერი აღჭურვილია 20 სხვადასხვა ასისტენტით, მათ შორის:

ადაპტირებული კრუიზ-კონტროლი,

პანორამული ხედვის კამერები,

მძღოლის დაღლილობის სენსორი,

წინასწარი შეჯახების თავიდან აცილების სისტემა,

ავტომატური პარკირების დამხმარე ფუნქცია და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები