უცნაურობა დასჩემდა „ბარსელონას“. ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გასვლითი მატჩი ისე უნდა წააგოს, რომ საპასუხო თითქოს ფორმალობად ექცეს. თუ ბევრი ასე ფიქრობდა პსჟ-სთან შეხვედრისას, ახლაც იგივე განცდა გეუფლება, ერთი იმ განსხვავებით, რომ მაინც ფრთხილობ, რაც არ უნდა იყოს „ბარსელონაა“, მესია და კამპ ნოუ… მოხდება თუ არა ზედიზედ მეორედ სასწაული, ამას მალევე ვნახავთ, თუმცა ზემოტივირებულ ამ „იუვენტუსთან“ სამბურთიანი ფორის ამოქაჩვა გადაუჭრელ ამოცანად მოჩანს.
ბუნებრივია, ტურინელებმა დამსახურებულად მოიგეს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ თითქოს არც „ბარსა“ იმსახურებდა ამხელა სხვაობით წაგებას: მომენტებიც ქონდა და მცდელობაც. კლასი არ ეყო? ამაზე საუბარი ხომ სასაცილოა. მწვრთნელი და თავად ფეხბურთელები ალბათ ყველა უკეთ გაანალიზებენ რა და რატომ მოხდა, ხოლო გულშემატკივრები მორიგი ზესასწაულის მოლოდინში 19 აპრილს, განმეორებით მატჩს დაელოდებიან.
“იუვენტუსი” – “ბარსელონა” 3:0 (2:0)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”, 41 092 მაყურებელი
“იუვენტუსი”: ბუფონი; დანი ალვეში, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი (ბარძალი 89); კუადრადო (ლემინა 73), დიბალა (რინკონი 81), მანჯუკიჩი; იგუაინი
“ბარსელონა”: ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, მატიე (ანდრე გომეში 46); რაკიტიჩი, მასკერანო, ინიესტა; მესი, სუარესი, ნეიმარი
გოლები: 1:0 დიბალა (7), 2:0 დიბალა (22), 3:0 კიელინი (55)
გაფრთხილება: დანი ალვეში (28), მანჯუკიჩი (63), ხედირა (74), ლემინა (90) – სუარესი (53), ინიესტა (57), უმტიტი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (8) – 14 (3) ბურთის ფლობა: 35%-65% კუთხურები: 5:8 თამაშგარე: 1:1
https://www.youtube.com/watch?v=c3paCf2FXfo