„სანტიაგო ბერნაბეუს“ რეკონსტრუქციას ჩაატარებს კომპანია ბარსელონადან.
გადაკეთება 2022 წელს დასრულდა.
8 მაისს, მადრიდის „რეალის“ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ „ბერნაბეუს“ რეკონსტრუქცია დაავალონ სამშენებლო კომპანიას FCC Construction, რომელიც ბარსელონაშია დაბანაკებული.
არენის სრული გადაწყობა 39 თვეს მოითხოვს. გარდა ამისა, კიდევ ოთხ თვეს გამოყოფენ გარე იერსახის გაუმჯობესებაზე. „რეალის“ პრეს-სამსახურის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ არჩეულმა კომპანიამ აჩვენა მაღალი ტექნიკური დონე და შეთავაზა კონკურენტული ეკონომიკური პირობები.
სამუშაოები უახლოე ხანში დაიწყება.
კატალონიელები დიდი ხანია აშენებენ მადრიდში. სწორედ ამ კომპანიამ ააგო „ტორე პიკასო“, „ევროპის კარიბჭე“ და საოფისე ცათამბრჯენი „ოთხი კოშკი“.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2019/05/download-12-1.jpg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2019/05/download-13-1.jpg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2019/05/download-11-1.jpg)