ბეხტერევის დაავადება – ხერხემლისა და სახსრების ქრონიკული ანთებითი დაავადებაა. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი არადიაგნოსტირებული დაიარება 8-11 წლის განმავლობაში. ქრონიკული ზურგის ტკივილის მქონე პაციენტების 5%-ს აქვს აღნიშნული დაავადება ან მისი ადრეული ფორმა. ვინაიდან, დაავადების პირველი ნიშნები გავა-თეძოს სახსრის მიდამოში ჩნდება. ჩვეულებრივ, რენტგენის სხივებზე დაავადების ნიშნების გამოჩენას შეიძლება 10 წელიწადიც კი დასჭირდეს. ხშირად ზურგის ტკივილის მქონე პაციენტებში ვერ ხერხდება დროული დიაგნოსტირება და ადრეული მკურნალობა. ამ დროს აუცილებლია მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.
აუცილებელია, ექიმს მიმართოთ, თუ 3 თვეზე მეტხანს ქრონიკული ზურგის ტკივილები გაწუხებთ, ხართ 45 წელს ქვემოთ ასაკის, მოსვენებულ მდგომარეობაში ზურგი გტკივათ, ვარჯიშისას კი ტკივილი მსუბუქდება. ბეხტერევის დაავადებასთან ასოცირებული სიმპტომებია: ღამით ზურგის ძლიერი ტკივილი და გამოღვიძება, ქუსლის და ფეხის ტკივილები, ანთება სხეულის რომელიმე ორგანოსი, მაგალითად თვალების, ასევე ფსორიაზი, ნაწლავთა ანთება და სხვ. რაც უფრო ადრე იქნება დაავადება აღმოჩენილი, მეტი შანსია სიმპტომების გაუმჯობესების და ანთების განმუხვტისა.
ბეხტერევის დაავადების და მისი ადრეული ფორმის სამკურნალო პრეპარატები ეფექტურობით გამოირჩევა. დაავადებულთა ნახევარი კარგად რეაგირებს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე. ვისთვისაც აღნიშნული მედიკამენტები არაეფექტურია, არსებობს სხვა მიდგომა, ე.წ სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის ბლოკატორები. ისინი ციტოკინების რაოდენობას ამცირებს. (ეს არის ცილები, რომელთა რაოდენობაც ანთების დროს იზრდება და აზიანებს სახსრებს, ძვლებს). პრეპარატებით მკურნალობასთან ერთად უმნიშვნელოვანესია ფიზიკური აქტივობა, რეგულარული ვარჯიში. ასევე, გაწელვითი ვარჯიშები, რომელიც მოქნილობას აუმჯობესებს, ამცირებს შეშუპებასა და ტკივილს. გადაადგილების პრობლემას ართულებს და ტკივილს აუტანელს ხდის მოწევა, დიაგნოზირებული პაციენტებისთვის თამბაქოს მოწევა აკრძალულია. ბეხტერევის დაავადების მქონე პაციენტებში ხშირია დეპრესია და შფოთვა, მათ ფსიქოლოგიური თერაპია სჭირდებათ, რომ შეძლონ დაავადებასთან თანაცხოვრება.