მომავალი წლიდან ბელგიის ჩრდილოეთში, კერძოდ კი ფლანდრიაში გზებზე დააყენებენ სიჩქარის კამერებს, რათა დააჯარიმონ ველოსიპედისტები, რომლებიც სიჩქარის რეჟიმს არღვევენ.
საუბარია, ფლანდრიაში საკმაოდ მრავლად არსებულ ველოსიპედისტთა ბილიკებზე. მანქანებსა და მოტოციკლეტებს იქ სიარული არ ეკრძალებათ, თუმცა მათ გზა ველოსიპედისტებს უნდა დაუთმონ და მათი გადასწრების უფლებაც არ აქვთ.
კამერები დააფიქსირებენ, ხომ არ აჭარბებს ვინმე სიჩქარის რეჟიმს, რომელიც ამ ტერიტორიაზე საათში 30 კილომეტრამდეა შეზღუდული. ეს წესი ველოსიპედისტებსაც ეხებათ.
თუმცა, ბელგიის ტრანსპორტის სამინისტროს არ დაუკონკრეტებია თუ როგორ მოახდენენ კამერები ველოსიპედისტთა იდენტიფიცირებას, რამეთუ მათ მანქანების მსგავსად სანომრე ნიშნები არ აქვთ.