LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიელები უფრო მეტ ელექტროქარს ყიდულობენ

115
ბელგიელები უფრო მეტ ელექტროქარს ყიდულობენ

ბელგიელებმა ელექტროქარების ყიდვას მოუხშირეს. ამას ადასტურებს ბელგიის მობილობის ფედერაციის TRAXIO-ს უახლესი ანგარიში.

ამ წლის პირველ 5 თვეში ბელგიის მაცხოვრებლებმა აღრიცხვაზე 7 ათასზე მეტი ახალი ელექტრომობილი დააყენეს. გასულ წელს ამავე პერიოდში ქვეყანაში მხოლოდ 4 ათასი ელექტროქარი დაარეგისტრირეს. ასე რომ, ელექტორმობილების პოპულარობა ერთი წლის ვადაში თითქმის 2-ჯერ გაიზარდა(96.5%).

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ბელგიაში მეორადი ელექტრომობილები: ამ შემთხვევაში ზრდა 144%-ს შეადგენს.

აპრილის თვეში ბელგიელებმა უფრო მეტი ელექტროქარი და ჰიბრიდი შეიძინეს, ვიდრე ბენზინზე მომუშავე მანქანა. ავტომობილებისა და ველოსპორტის ბელგიური ფედერაციის გამოთვლით, ეკოლოგიურ მანქანებზე მთლიანი გაყიდვების 52,8% მოდის, შიდა წვის ძრავის მქონე ტრანსპორტზე – 40,9%, ხოლო დიზელზე – 5,5%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები