LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bentley-იმ ყველაზე დინამიური Bentayga დააანონსა

104
Bentley-იმ ყველაზე დინამიური Bentayga დააანონსა

Bentley Bentayga ახალ, ექსტრემალურ ვერსიას ძალიან მალე მიიღებს. გასული ზაფხულიდან ბრიტანულმა ბრენდმა უარი თქვა W12 ძრავზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მძლავრი Bentley-ს ეპოქა დასრულდა. პირიქით — უკვე მომავალ კვირას  „ყველაზე დინამიური Bentayga-ს” დებიუტი შედგება.

კროსოვერს, როგორც ვარაუდობენ, ტრადიციული აგრეგატი ექნება და მისი სიმძლავრე 630 ცხენის ძალას გადააჭარბებს.

Bentayga-ს ახალი ფლაგმანი იქნება უფრო სწრაფი, ძლიერი და მანევრული, ვიდრე არსებული Bentayga Speed. Speed ვერსია აღჭურვილი იყო 6.0 ლიტრიანი ორმაგი ტურბო W12 ძრავით, რომელიც ავითარებდა 635 ცხენის ძალას. ახალ მოდელს ექნება V8 ძრავა, რომელიც წინამორბედს სიმძლავრით არ ჩამოუვარდება.

ეს იქნება სრულად ბენზინის ძრავით მომუშავე ვერსია — უკვე დადასტურებულია, რომ „ყველაზე დინამიურ Bentayga-ს“ ძრავს უზრუნველყოფს 4.0 ლიტრიანი ორმაგი ტურბო ძრავი. სიმძლავრის ზუსტი მაჩვენებელი ჯერჯერობით საიდუმლოა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის 630 ცხენის ძალას გადააჭარბებს. ასეთი ძრავით კროსოვერი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4 წამზე ნაკლებ დროში შეძლებს.

შედარებისთვის: W12 ძრავით აღჭურვილი Bentayga 100 კმ/სთ-ს 3.9 წამში აღწევს, მაქსიმალური სიჩქარე კი — 306 კმ/სთ-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები