LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bentley-მ ბრიტანეთში ექსკურსიები დაიწყო: 4-დღიანი მოგზაურობის ფასი 11 350 ფუნტი სტერლინგია

64
3604b002cbc055156979514fc4c4797567e1d490

კომპანია Bentley-მ დიდი ბრიტანეთის მასშტაბით მდიდრული ექსკურსიები დაიწყო. 4 დღის განმავლობაში ღონისძიებაში მონაწილეები Continental GT-ით, Flying Spur-ით ანდაც Bentayga-თი 640 კილომეტრს გაივლიან.

გარდა ამისა, მოგზაურობის ფარგლებში ისტორიულ შენობებში ღამის გათენება და გასტრონომიული ექსკურსიებიცაა გათვალისწინებული. მდიდრული საგზურის ღირებულება 11 350 ფუნტი სტერლინგია.

ექსკურსია Bentley-ს მთავარ საწარმოში დაიწყება, სადაც მონაწილეებს ვახშამიც დახვდებათ. 640 კილომეტრიანი მარშრუტი ბრიტანეთის ულამაზეს ლანდშაფტებს, ასევე მთებსა და ნაციონალურ პარკს მოიცავს. გარდა ამისა, პროგრამაში შედის ვარსკვლავებზე დაკვირვება სამეფო ასტრონომთან ერთად, შოტლანდიური ღვინის დაგემოვნება და არაერთი მდიდრული რესტორნის მონახულება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები