LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენტლი ტყავის პერანგში

126
Bentley

ბენტლი ფუფუნების საგანია. თვითონ სიტყვა, სახელწოდება უკვე მყარადაა ჩვენს გონებაში შენახული, როგორც „ლაქშერი“ ბრენდი. ცხადია კომპანიას სურს ამ რეგალიის სამუდამოდ ტარება და ახლა ბენტლის მანქანები მიიღებენ ორგანული ტყავის პერანგს.

მის შესაქმნელად გამოიყენება სპეციალური ნივთიერება, რომელიც მიიღება ფილტრატისგან, ზეითუნის ზეთის გამოწურვის პროცესის ქვეპროდუქტი. ტყავი დამზადებულია იტალიური სახელოსნო Pasubio-ს მიერ. ის წარმოუდგენლად რბილი და უსაფრთხოა როგორც ადამიანებისთვის, ასევე ბუნებისთვის.

უკვე საკმაოდ დიდი ხანია, Bentley იყენებს მხოლოდ ტყავს, რომელიც არის ხორცის მრეწველობის გვერდითი პროდუქტი და რომლის წარმომავლობა ადვილად იძებნება პერანგისთვის. ეს არის Beyond100-ის უფრო დიდი სტრატეგიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს მავნე ემისიების შემცირებას, მათ შორის ნედლეულის მიწოდების ჯაჭვებიდან. მაგრამ ბრიტანელები ჯერ არ გეგმავენ ნატურალურ ტყავზე უარის თქმას, 

ამიტომ კალიფორნიაში Monterey Car Week-ზე ისინი აჩვენებენ პერანგის ახალ ვარიანტს – Olive Tan Leather ორგანულ ტყავს.

იგი მზადდება იტალიაში, Olive Mill Wastewater (OMW) ტექნოლოგიის გამოყენებით. ამ მეთოდით ტანინი მიიღება ზეითუნის ზეთის დაჭერის შემდეგ დარჩენილი ფილტრატისგან. ის არ შეიცავს მავნე ლითონებს, მინერალებს და ალდეჰიდებს, ასევე მაღალი კონცენტრაციის ორგანულ ნაერთებს, რომლებიც უსაფრთხოა ბუნებისთვის: მჟავები, შაქარი, ტანინები, პექტინი და ფენოლური ნივთიერებები. OMW ტყავი წარმოუდგენლად რბილია და, Bentley-ს მიხედვით, იმსახურებს ადგილის ყველაზე მდიდრული მანქანების ინტერიერში.

ამ დროისთვის ბრენდის მანქანებში გამოიყენება მხოლოდ ჩრდილოეთ ევროპის ხარების ტყავი, რადგან ზომიერი კლიმატი შესაძლებელს ხდის ნაკლები დეფექტების მქონე ტყავის მიღებას. თითოეულ მანქანას სჭირდება 8-დან 12-მეტრამდე ტყავი და სამი კილომეტრი ძაფი. ოთხივე სავარძლის აწყობას დაახლოებით 12 საათი სჭირდება. დღეს Bentley მომხმარებელს სთავაზობს არჩევანს ტყავის ათზე მეტ ფერსა და ორ ათეულზე კონტრასტული ნაკერის ვარიანტს შორის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები