LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელმა ურჩი კლიენტი ქაფში ამოსვარა (ვიდეო)

15

ბულგარეთში ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელმა ურჩი კლიენტი ქაფში ამოსვარა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ სოფიაში მოხდა. საქმე ისაა, რომ ერთ-ერთმა მძღოლმა სადგურზე სიგარეტის მოწევა გადაწყვიტა, რაც კანონით აკრძალულია. თუმცა, მამაკაცმა ყველანაირი გაფრთხილება უყურადღებოდ დატოვა და სიგარეტი მაინც აანთო. ამაზე გაბრაზებულ სადგურის თანამშრომელს ბევრი არ უფიქრია და მამაკაცის სიგარეტი ცეცხლმაქრით ჩააქრო, ბუნებრივია ამ დროს ურჩი მძღოლიც მთლიანად ქაფში ამოისვარა.

აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი იქვე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ გადაიღო და კადრები მოგვიანებით ქსელშიც მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები