LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინში მსოფლიოში ყველაზე ცუდი სუნის მქონე ყვავილი აყვავდა

109
titanenwurz-amorphophallus-titanum-blutenstand-29-6-2025

ბერლინის ბოტანიკურ ბაღში მსოფლიოში ყველაზე ცუდი სუნის მქონე ყვავილი აყვავდა. ამის შესახებ ინფორმაციას DW News-ის ოფიციალური Facebook გვერდი ავრცელებს.

უიშვიათესი მოვლენა, რომელიც 7-10 წელიწადში ერთხელ ხდება, მხოლოდ რამდენიმე დღე გრძელდება და ვიზიტორთა დიდ ინტერესს იწვევს. როგორც თვითმხილველები აფასებენ, “ტიტანური ამორფოფალუსის” სუნი აერთიანებს ყველა იმ უსიამოვნო არომატს რომელიც კი შეიძლება თავში მოგივიდეთ – იქნება ეს გაფუჭებული თევზი, ლაყე კვერცხი, ლეში და ა.შ. მცენარე ამ სუნით მწერების მიზიდვას ცდილობს, რაც მას შემდგომ გამრავლებაში ეხმარება.

ტროპიკული მცენარე, რომელიც წარმოშობით ინდონეზიის კუნძულ სუმატრადანაა, უზარმაზარ ყვავილს იკეთებს, ეს ყვავილი ზოგჯერ 3 მეტრის სიმაღლისაც კია.
მცენარე მთლიანობაში 72 საათი ყვავილობს და თან თუ როდის აყვავდება, ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.

რაც შეეხება ბერლინში აყვავებულ „ტიტანურს“ ის 29 ივნისს აყვავდა და 2.36 მეტრის სიმაღლეს მიაღწია, რაც ადგილობრივი ბოტანიკური ბაღისთვის რეკორდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები