LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინში შუქის ფესტივალი გაიმართება

120

ბერლინში შუქის ფესტივალი გაიმართება. ზღაპრულ სანახაობას გერმანიის დედაქალაქი 29 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს. დღესასწაული მართლაც მთელ ქალაქს მოიცავს და მისი მონაწილე 70 ყველასათვის ცნობილი მსოფლიო ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი გახდება.

ფესტივალის განმავლობაში დედაქალაქი განსაკუთრებულ ატმოსფეროში ჩაიძირება – შენობებს მილიარდობით ციმციმა, ქუჩებს კი ასობით პროჟექტორი გაანათებს. ცნობილმა ხელოვანებმა შუქის გამოყენებით საოცარი წარმოდგენები დადგეს და შოუ პირდაპირ შენობებზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში ღამის მარათონიც ჩატარადება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები