ICOMOS საქართველოს ორგანიზებით და ადგილობრივი თემის აქტიური მონაწილეობით, წელს მეორედ ჩატარდა ბეთლემის უბნის ფესტივალი. მნახველებს შესაძლებლობა ქონდათ კიდევ ერთხელ დამტკბარიყვნენ დედაქალაქის ამ ერთ-ერთი უძველესი უბნით, გამორჩეული თბილისური სახლების სილამაზით და აქაურთა სტუმართმოყვარეობით, ასევე გაცნობოდნენ ბეთლემის უბნის მოსახლეობის და ძველი თბილისის მოყვარულთა შემოქმედებას.
ფესტივალზე გამოფენილი იყო სამხატვრი აკადემიის სტუდენტების ნამუშევრები, აგრეთვე მხატვარმა რეზო ადამიამ გამოფინა საკუთარი ნახატები. უბნის ყველა ეზოში წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შესრულებული ნამუშევრები. გაიმართა ნარდის ჩემპიონატი. მთელი დღის განმავლობაში ბეთლემის უბანში საზეიმო განწყობა იყო. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა ხალხურ საკრავებზე დაუკრეს. ბავშვები საგანგებოდ მისულმა ჯამბაზმა გაართო. საღამოს კულმინაცია გახდა კონცერტი, რომელიც 20:00 საათზე დაიწყო და მანათობელი ფანრების გაშვებით დასრულდა.