LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბევრი ცრემლი და ემოცია – პატიმარი გოგონას და იუმორისტის დაპირისპირება „ვოისში“

51

„ვოისი საქართველოს“ ახალი ეტაპი წინა კვირას დაიწყო, როდესაც ბრმა კასტინგებიდან რინგებზე გადაინაცვლა. პირველი რინგი, რომელიც ეთერში გავიდა, რეიტინგული გახლდათ და უამრავი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.

დღეს, „იმედის“ ეთერში, საღამოს ათ საათზე მეორე რინგი გავა. მაყურებელს საშუალება ექნება, ნახოს უამრავი საინტერესო მუსიკალური დაპირისპირება.

დღევანდელი რინგის შესახებ პროექტის გენერალურ პროდიუსერ გვანცა კილასონიას ვესაუბრეთ.

გვანცა, როგორი გამოხმაურება ჰქონდა წინა რინგს?

ზოგადად, პროექტს აქვს მაღალი რეიტინგი და დიდი გამოხმაურება. წინა რინგიც ძალიან რეიტინგული გახლდათ. რაც შეეხება დღევანდელ რინგს, ძალიან საინტერესო მუსიკალური დაპირისპირებები გელოდებათ წინ. განსაკუთრებული იქნება პატიმარი გოგონას, თეონა ყოლბაიას და გიორგი ქისტაურის დუეტი, სიმღერაც თემატურად არის შერჩეული, ცნობილი ქართული კინოფილმიდან მელოდია, რომელსაც არ გაგიმხელთ. მათი გამოსვლა შოუს ელემენტებით არის დატვირთული. გიორგი ციხეში მივიდა… მოკლედ, ყველაფერს დღეს საღამოს ნახავთ „იმედზე“.

დღევანდელ რინგზე ოთხივე მწვრთნელის ორ-ორი დუეტი იქნება წარმოდგენილი. მუსიკალური თვალსაზრისით ძლიერი ნომრებია, რადგან მწვრთნელებმა ერთმანეთს თანაბარი ძალების მომღერლები დაუპირისპირეს. იქნება ბევრი ცრემლი და ემოცია…

ეს რინგი საინტერესო ვერსიებითაც გამოირჩევა, მაგალითად, მოისმენთ ფერელ უილიამსის „Happy“-ს როკვერსიას.

გვანცა, შემდეგში ისევ რინგი გველოდება?

დღევანდელი დღის შემდეგ ეთერში გაავ კიდევ ერთი რინგი, მერე ორი ნოკაუტი და 15 დეკემბრიდან დაიწყება ლაივები…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები