„პირველი არხის“ სპორტული კომენტატორი, დავით ზურაბიშვილის შვილი, გიორგი ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს იმის შესახებ, რატომ „მოსულა“, ქართული მენტალიტეტის ფარგლებში, მამაკაცის ღალატი და ქალის – არა.
„ჩვენს მენტალიტეტში ბიჭისთვის რომ ცოლის ღალატი „მოსული პონტია“ (რა მოხდა, „პაეზდკაში“ გაძვრები, რამე…) და გოგოსთვის არა – რა ფენომენია, მართლა არ მესმის. ღალატი ღალატია და არის სამარცხვინო საქციელი (ჩემი სუბიექტური აზრით)“. – აღნიშნავს გიორგი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
როგორც ჩანს, ეს თემა კვლავ აქტუალურია ქართული საზოგადოებისთვის, ვინაიდან მის მოსაზრებას ბევრი გამოეხმაურა. „კაცის „სოჩიკი“ არ წერს“, „რაღაც დოზით ქალების ბრალიც არის ასეთი მახინჯი მიდგომა, კაცისთვის რომ „მოსული პონტია“, უკვე მაგრად ტეხავს და ქალიც რომ „უგებს“ (პატიობს კიდევ სხვაა), საერთოდ დაბრედვა“, „მე ნუ გამაგებინებს არის ჩემი საყვარელი გამართლება“, „ცოლს ყველაფერს ვერ აკადრებს“, „რთული საკითხია. კაცისთვის ღალატი მოიცავს მონადირების კონტექსტსაც და მისთვის ამის გაკეთება, სუფთად უტილიტარულ დონეზე, გაცილებით რთულია, ვიდრე ქალისთვის. ობიექტურად, ქალს გაცილებით იშვიათად ეტყვიან უარს, ვიდრე კაცს. შესაბამისად, კაცები გაცილებით ხშირად ყეყეჩობენ ამით და ხატავენ ღალატს როგორც მიღწევას“ – წერენ კომენტარებში.