LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიჭმა ბებიას მანქანა მოპარა და ქუჩაში პატრულირება დაიწყო

73

14 წლის ამერიკელმა მოზარდმა დიდი ბებიის მანქანა მოიპარა და ქუჩაში პატრულირება დაიწყო.  უნიკალური ინციდენტი კალიფორნიაში მოხდა.

ამერიკელმა პოლიციელებმა გააჩერეს Ford Explorer, რომელიც წითელ და ლურჯ ფერებში იყო გადაღებილი და თავზე ციმციმაც ეკეთა. საეჭვო ავტომობილის საჭესთან კი 14 წლის ყმაწვილი იჯდა და პოლიციელის ფორმა ეცვა. ახალგაზრდა აფერისტს თან სათამაშო იარაღი ქონდა და მისი ნამდვილისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელი იყო. როგორც სამართალდამცავებმა დაადგინეს, თინეიჯერი ქუჩაში გადაადგილდებოდა, ხალხს აჩერებდა და რამდენიმე ავტომობილის გაჩხრეკვაც კი მოასწრო.

აღსანიშნავია, რომ „ყალბ პოლიციელს“ კანონი ადრეც არაერთხელ დაურღვევია, ამიტომ მას სასჯელის მოხდა არასრუწლოვან დამნაშავეთა ცენტრში მოუწევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები