LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილ გეიტსმა შვილები თითქმის ქონების გარეშე დატოვა

117
Capture

მულტიმილიონერმა, კომპანია Microsoft-ის დამაარსებელმა ბილ გეიტსმა დააზუსტა, თუ რა ქონებას დაუტოვებს თავის შვილებს. ამის შესახებ Page Six წერს.

ცოტა ხნის წინ გეიტსმა ცნობილ ინდოელ ბლოგერს რაჯ შამანს მისცა ინტერვიუ. საუბარი, ძირითადად სხვადასხვა ტრადიციებზე იყო. შამანიმ თქვა, რომ ინდოეთში მშობლები ბავშვებისთვის რაც შეიძლება მეტი ფულის მოგროვებას ცდილობენ და ქველმოქმედებისთვის ნაკლებად იხარჯებიან. რაზეც გეითსმა განაცხადა, რომ მემკვიდრეებს თავისი სიმდიდრის დიდი ნაწილის გარეშე დატოვებს.

ჩემმა შვილებმა გადასარევი აღზრდა-განათლება მიიღეს, თუმცა ისინი ჩემი ქონების მხოლოდ 1%-ს დასჯერდებიან. მე გადავწყვიტე, რომ დიდი სიმდიდრე მათ არ წაადგებათ. ჩვენ დინასტია არ გვაქვს. მე არ ვთხოვ მათ Microsoft-ის მართვას.

69 წლის გეიტსა და მის ყოფილ მეუღლეს, მელინდას 3 შვილი ჰყავთ: 28 წლის ჯენიფერი, 25 წლის რორი და 22 წლის ფიბი. ამასთან, ბიზნესმენის ქონება 101 მილიარდი დოლარია და მისი 1 % მილიარდ დოლარზე მეტი გამოდის.

„მე მსურს მივცე მათ შანსი თავად მიაღწიონ წარმატებას და სასურველ შემოსავლებს. (ისინი) უნდა წარმოადგენდნენ რამეს და არ დარჩნენ იმ წარმატებისა და გამართლების ჩრდილში, რომელიც მე მქონდა.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები