ბიონსემ ახალი ალბომის მხარდამჭერ მსოფლიო ტურნეზე დროებით პაუზა აიღო და ოჯახური შვებულების გასატარებლად მეუღლესთან ჯეი-ზისთან და ქალიშვილთან ბლუ აივისთან ერთად ჰავაიზე გაემგზავრა. გასულ წელს წყვილმა სწორედ აქ აღნიშნა ქორწინების შვიდი წელი.
მუსიკოსის შვებულება ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. მერე კი, ბიონსე გასტროლებს დაუბრუნდება და მთელი ზაფხული ევროპის ქვეყნებში გამართავს კონცერტებს.