LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Black Sea Jazz Festival ბათუმში დაიწყო

62

ბათუმში რიგით მეხუთე “ბლექ სი ჯაზ ფესტივალი” (Black Sea Jazz Festival) გაიმართება.
ფესტივალი 19-24 ივლისს გაიმართება. 6 დღის განმავლობაში 4 სცენაზე 11 ქვეყნის 21 ბენდი და 150-მდე მუსიკოსი წარდგება მსმენელების წინაშე. 
წლევანდელ ფესტივალს ესტუმრებიან სთენლი ჯორდანი ტრიოსთან ერთად, ლეგენდარული ჯგუფი “იელოუჯექეთსი”, რომელიც წელს თავის მსოფლიო ტურით აღნიშნავს დაარსების საიუბილეო 30 წლისთავს. “ლონდონ ქომუნითი გოსპელის” გუნდი, პოპის მეგა ვარსკვლავი მეისი გრეი, დიჯეი “ლოჯიქი”.
ჯგუფი “მენ ინ ბრასი” კი სამი დღის განმავლობაში დღეში ბათუმის ქუჩებში კონცერტებს 5-ჯერ გამართავს.
კონცერტები ჩატარდება ევროპის მოედანზე, პიაცაზე და ძველ ბულვარში (კოლონადებთან).
წელს პირველად ფასიანი კონცერტების გარდა, უფასო კონცერტებიც შედგება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსები გამართავენ. საფესტივალო დღეებში იქნება სპეციალური ადგილები, სადაც გაიყიდება სხვადასხვა სუვენირები ფესტივალის ლოგოთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები