ბლეფარიტი ხასიათდება თვალის ქუთუთოების ანთებით. არსებობს ბლეფარიტის 4 სახეობა: ქავილით, წყლულით; დემოდეკოზური; ალერგიული.
ლოკალურობის მიხედვით ბლეფარიტი არის: ბლეფარიტის წარმოშობის მიზეზებია: თვალის უფრო სერიოზული დაავადებები, ორგანიზმის იმუნიტეტის დაწევა; ალერგიული რეაქცია; რეფრაქციის დარღვევა (შორსმხედველობა, ახლომხედველობა), პარაზიტული დაავადებები; ავიტამინოზი; ენდოკრინული ცვლილებები, მძიმე მედიკამენტების მიღება; სტრესი; მავნე ჩვევები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიები; მემკვიდრეობა.
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ქავილი თვალების არეში; თვალებში სიმძიმის შეგრძნება, განსაკუთრებით ქუთუთოების, თვალების გადაღლა; სიწითლე; მძაფრ შუქზე მომატებული რეაქცია; ქავილით გარქოვანებული ადგილები ან «ქერტლი» ქუთუთოებზე; წამწამების არასწორი ზრდა ან ცვენა.
ბლეფარიტის დიაგნოსტიკისთვის საჭიროა გამოცდილ ოფთალმოლოგთან შემოწმების გავლა; თვალის გამოკვლევა სადიაგნოსტიკო ნათურით; კონიუქტივის ნაცხის მიკრობული და უჯრედოვანი შემადგენლობის ლაბორატორიული გამოკვლევა; წამწამების მიკროსკოპული გამოკვლევა დემოდექსზე.
კომპლექსური და დროული მიდგომის შემდეგ ბლეფარიტის მკურნალობა შედეგიანია და მას არ მოჰყვება მხედველობის სერიოზული გართულებები. რიგ შემთხვევებში ბლეფარიტის გართულებას წარმოადგენს მხედველობის სიმკვეთრის შემცირება, ასევე თვალის ბადურის და რქოვანას პრობლემები და ა.შ. თუმცა საბოლოოდ ბლეფარიტისგან განკურნების შედეგი დამაკმაყოფილებელია.
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია: პირადი ჰიგიენის წესების დაცვა; ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტი (წელიწადში მინიმუმ ერთხელ); იმ დაავადებების თანამედროვე მეთოდებით აღმოფხვრა, რომლებიც ხელს უწყობენ ბლეფარიტის წარმოქმნას; მავნე ჩვევებზე უარის თქმა.