ტაბლოიდებმა ბლეიქ შელტონი და გვენ სტეფანი ლოს-ანჯელესის გარშემო ავტომობილით სეირნობისას დააფიქსირეს. თუმცა, ყველაზე თვალშისაცემი ბლეიქის ახალი ავტომობილი Cadillac Escalade გამოდგა.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ წყვილმა სულ ახლახანს დაიწყო ურთიერთობა. პაპარაცებმა ისიც კი დააფიქსირეს, როგორ მართავდა ბლეიქი პარტნიორის მინივენს. თუმცა, ამჯერად ჟურნალისტებმა ყურადღება ბლეიქ შელტონის ახალ ”სათამაშოზე” Cadillac Escalade-ზე გაამახვილეს, რომელიც ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება.