მიუხედავად იმისა რომ, მეხუთე სერიის ახალი მოდელის დეტალები გასაიდუმლოებულია, ბი ემ დაბლიუს სატესტო ბაზებიდან მაინც გაჟონა ინფორმაციამ. როგორც ინტერიერის შემქმნელები ამბობენ, ეს იქნება ახალი, მკვეთრად გაუმჯობესებული და განსხვავებული აუთბექი ( უნივერსალი ) რომელიც სავარაუდოდ 2017 წლიდან ჩაეშვება გაყიდვაში.
განსხვავებული ამ ავტომობილში იქნება მისი ვიზუალური მხარე, რომელის მთავარი და დამახასიათებელი ღირსება, მისი წონა იქნება. მანქანის ძარა გადამუშავებული და უფრო დამჩატებული ალუმინით იქნება შექმნილი რაც უზრუნველყოფს მის მანევრირებას და სიჩქარეს. თუმცა გარდა ამისა, ახალი მეხუთე სერიის უნივერსალი ვიზუალურადაც განსხვავებული იქნება, რაც გამოიხატება მისი კამუფლიაჟური შეფერილობით, რომელიც კიდევ ერთხელ გაუსმევს ხაზს გერმანული კომპანიის კრეატიულობას.
რაც შეეხება ძრავს, ჯერ ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ თუ ინტერიერის შემქმნელებს დავუჯერებთ, ახალი უნივერსალი, მეშვიდე სერიის ძრავის ბაზაზე იქნება აგებული.
ახალი მეხუთე სერიის წარმოებით კომპანია შეეცდება მოიპოვოს ყველაზე ეფექტური ავტომობილის ტიტული. თუ კი, კიდევ ერთი გერმანული კომპანია „Audi” წარმოებაში უფრო დახვეწილ “A6 Avant”- ს არ შემოგვთავაზებს.