კომპანია BMW-მ ახალი ელექტროქარის I5-ის სალონი გვაჩვენა. მორიგი თიზერი ცნობილი „ფარების“ კონტურით იწყება და პირდაპირ წინა პანელზე გადადის. კადრში განიერ ფორმატიანი ეკრანის და მულტიმედიის სისტემის ნახვაა შესაძლებელი. მეტი ინფორმაცია უახლოეს კვირაში გავრცელდება, რადგან მოდელის პრემიერა 24 მაისისთვისაა დაგეგმილი. ამ დღეს არამხოლოდ ელექტრონულ i5-ს, არამედ „ხუთიანის“ საწვავზე მომუშავე ვერსიასაც აჩვენებენ, რომელიც რიგით მერვე თაობას წარმოადგენს.
როგორც ცნობილია, i5 თანამედროვე ტექნოლოგიების განსახიერება იქნება: მაგალითად, ელექტრომობილს ექნება მეცხრე თაობის ვერტიკალური გადაადგილების სისტემა. ასევე მიიღებს კომპლექსს Driving Assistant Professional-ს, რომელიც მაგისტრალზე გადაადგილების დამხმარეა. სისტემა 130 კმ/სთ სიჩქარემდე მუშაობს და წინ მიმავალ ავტომობილებთან გონიერ დისტანციას იცავს, ხედავს საგზაო მონიშვნას და გვერდით ზოლში გადაჯგუფება დამოუკიდებლად შეუძლია.
კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სიახლე იქნება მზერით მართვის სისტემა – ზოლის შესაცვლელად მძღოლმა გვერდით სარკეში უნდა ჩაიხედოს. ეს ტექნოლოგია ახალი თაობის ავტოპილოტის ნაწილი გახდება.