ბავარიული ბრენდის, BMW-ს წარმომადგენლების ცნობით, 2017 წელს კომპანიამ 100 000 ელექტროფიცირებული ავტომობილის რეალიზაცია მოახდინა. ამ მნიშვნელოვანი მიღწევის აღსანიშნავად, ბრენდმა საკუთარი შტაბ-ბინა ელექტროქარის „ბატარეის“ მსგავსად გაანათა. მიუნხენში მდებარე შტაბ-ბინა ლურჯი ნეონის ფერებით ანათებს.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ბაზარზე ელექტრო BMW i3 გამოჩნდა, რომელიც დღეის მდგომარეობით 200 000-იანი ტირაჟით არის გაყიდული. 2025 წლისთვის ბრენდი გეგმავს 25 ჰიბრიდი ან სრულად ელექტრო ავტომობილი ქონდეს.