LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-მ უპილოტო მოტოციკლეტი ააგო

146

გერმანული ავტომწარმოებლის სპეციალურმა განყოფილებამ გაავრცელა ვიდეო თიზერი, რომელზეც ავტონომიური მოტოციკლეტია ასახული. ექსპერიმენტალურ R1200GS-ს მოძრაობის დამოუკიდებლად დაწყება, მოხვევა და სასურველ დროს გაჩერებაც შეუძლია.

კომპანიაში ფიქრობენ, რომ მსგავსი სიახლეები მოტოციკლეტით გადაადგილებას ბევრად უფრო უსაფრთხოს გახდის. BMW-ს წარმომადგენლები ავტონომიური ტექნოლოგიების განვითარებას არ გეგმავენ და როგორც ისინი აცხადრბენ, მათი მიზანი ელექტრონული სისტემების დახვეწაა, რაც მარშრუტს ბევრად უფრო უსაფრთხოს გახდის და კრიტიკული სიტუაციებისთვის თავის არიდებასაც გაამარტივებს.

ამასთან, ავტონომიური ტექნოლოგიების დახმარებით მოტოციკლეტის მართვა ბევრად უფრო სტაბილური იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები