LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW, Mercedes-Benz და Porsche სამხრეთ კორეას ჯარიმას გადაუხდიან

31

BMW, Mercedes-Benz და Porsche სამხრეთ კორეას მოზრდილ ჯარიმას გადაუხდიან. სააგენტო „Reuters”-ის ინფორმაციით, ხელისუფლებამ გერმანული ავტომწარმოებლების დასჯა ეკოლოგიური ნორმების დარღვევის გამო გადაწყვიტა. ქვეყანაში დაწესებული კანონის მიხედვით კი კომპანიებს ჯამში 63 100 000 დოლარის გადახდა მოუწევთ. ყველაზე მეტის, 60 მილიონის გადახდა BMW-ს დაეკისრა, რადგან კომპანიას საკმაოდ სერიოზული დარღვევები აქვს. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ BMW-მ ეკოლოგიური ტესტების შედეგები გააყალბა და სინამდვილეში გამონაბოლქვის რაოდენობა ნორმებს ბევრად აჭარბებს. რაც შეეხებათ Porsche-სა და Mercedes-Benz-ს, ისინი დარჩენილ თანხას გადაინაწილებენ. დარღვევა ამ შემთხვევაშიც ანალოგიურია, ავტომწარმოებლები გარემოს აბინძურებდნენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები