LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-ს გენერალური დირექტორი იცვლება

107
DANIEL KRAUS PHOTOWORKS

BMW-მ ახალ გენერალურ დირექტორად მილან ნედელკოვიჩი დაასახელა და ის თანამდებობას 2026 წლის გაზაფხულიდან დაიკავებს. რაც შეეხება ოლივერ ციპსეს, რომელიც კონცერნს 2019 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობდა, BMW-ში 35 წლიანი მუშაობის შემდეგ გადადგება.

56 წლის მილან ნედელკოვიჩი, სერბეთის მკვიდრი, BMW-ში 1993 წლიდან მუშაობს. 2019 წელს მან BMW Group-ის საწარმოო მიმართულების ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავა და იმავე დროს შევიდა დირექტორთა საბჭოში. მილანის სათავეში მოსვლის შემდეგ ციპსე თანამდებობას დატოვებს, სამეთვალყურეო საბჭომ მას BMW Group-ში გამორჩეული მიღწევებისთვის მადლობა უკვე გადაუხადა.

მანამდე BMW-მ  2025 წლის მესამე კვარტალის გლობალური გაყიდვების ანგარიში გამოაქვეყნა:

ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში კომპანიამ მსოფლიოს მასშტაბით 588,3 ათასი ავტომობილი გაყიდა – ეს 8,8%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდს. მოთხოვნა გაიზარდა:

ევროპაში – 9,3%,

აშშ-ში – 24,9%.

იანვრიდან სექტემბრამდე BMW-ს ყველა ბრენდის გაყიდვებმა  1 795 894 ერთეული შეადგინა, რაც 2,4%-ით მეტია გასული წლის 9 თვესთან შედარებით.

ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, BMW-ის წმინდა მოგება მესამე კვარტალში  256,5%-ით გაიზარდა და 1,697 მილიარდ ევროს მიაღწია. თუმცა სამი კვარტალის ჯამში  6,8%-ით შემცირდა, ანუ 5,712 მილიარდ ევრომდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები