BMW-ს ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა გერმანიაში, ბავარიის მიწაზე მდებარე ქალაქ ლანდშტუტში მოხდა. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, ავტომწარმოებლის ქარხანაში გაჩენილი ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ მის სიახლოვეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას სერიოზული საფრთხე შეექმნა. ძლიერი დაკვამლიანების გამო მათ ფანჯრების დახურვა და გარეთ გამოსვლისგან თავის შეკავება სთხოვეს. ხანძრის ლიკვიდაციამდე მთავარი მაგისტრალიც გადაიკეტა და მუშაობა რკინიგზამაც შეწყვიტა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია და შემთხვევის შედეგად რამდენიმე თანამშრომელი დაზიანდა. ამ მომენტისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და BMW-ში ზარალის დათვლას ცდილობენ.