LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-ს საავტორო 1-Series ხაზში ახალი სედანი გამოჩნდა

54

კომპანია BMW-მ ოფიციალურად წარადგინა პირველი სერიის სერიული სედანი. ახალი მოდელი გერმანული კომპანიისა და ჩინური ავტომწარმოებლის Brilliance-ის ერთობლივი ძალებით შემუშავდა. სედანის სერიული წარმოების სახელწოდებაც კომპანიების სახელების მიხედვით შეიქმნა – BMW Brilliance Automotive Ltd.

1-Series სედანი სპეციალურად ჩინური ავტობაზრისთვის შეიქმნა. მოდელი BMW-ს შტაბ-ბინაში ადგილობრივი სპეციალისტების მიერ აიგო, თუმცა ახალი ,,ლამაზმანის’’ შექმნაში მცირე წვლილი ჩინელმა ინჟინრებმაც შეიტანეს.

ახალი ავტომობილის საგზაო ტესტები ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებში გაიმართა, განსხვავებული ამინდისა და სტილის გზებზე, რათა მოდელის მაქსიმალური შესაძლებლობები უკეთ წარმოჩენილიყო.

ამ ეტაპზე, კომპანიები მოდელის ოფიციალურ გამოსვლამდე, ტექნიკურ მახასიათებლებს არ ასაჯაროვებენ. გამოცემა Motor1-ის ვერსიით, სედანი აიგო UKL-ის პლატფორმაზე, რომელიც უკანასკნელი მოდელების MINI-სა და ასევე კომპაქტვენების BMW 2-Series Active Tourer და Gran Tourer-ის ბაზაზეა გაკეთებული.

ინტერნეტ გამოცემა CarAdvice-ში ვარაუდობენ, რომ ახალ მოდელში წარმოდგენილი იქნება UKL-ის შასი. ძრავისა და გადაცემათა კოლოფის შესახებ ჯერჯერობით არანაირი აზრი არ გაჟღერებულა. BMW 1-Series სედანი როგორც ჩანს Concept Compact Sedan-ის პროტოტიპის მიხედვით აიგო.
კონცეპტ-ქარი 2015 წლის ავტოსალონში, გუანჩჟოუში გამოჩნდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები