LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW X3-ის პირველი ჯაშუშური ფოტოები კონკურენტ Porsche-სთან ერთად

61

სოც-ქსელში ვრცელდება ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ასახულია ახალი, 2018 წლისთვის დაანონსებული კროსოვერი BMW X3. ამ მასალის მეშვეობით, ჩვენ თვალნათლივ შეგვიძლია დავინახოთ უახლესი ავტომობილის რეალური ზომები და გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას მასზე.

BMW X3-თან ერთად ვიდეოსა და ფოტოებში ასახულია კომპანია Porsche-ს მიერ დაანონსებული Macan-იც. ხოლო ავტომობილების ტესტირება ზამთრის პირობებში მიმდინარეობს.

რატომ ზამთარი? ყველაფერი მარტივადააა. Porsche Macan ამ დროისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა თავის კლასში. კომპანია BMW კი თვლის, რომ მისი ლიდერობა დროებითია და ფიქრობენ, რომ სწორედ X3-ი იქნება ის ავტომობილი, რომელიც Macan-ს ლიდერობას ჩამოართმევს.

BMW-ს ახალი კროსოვერი 100კგ-ით ნაკლები იქნება წინამორბედთან შედარებით, ეს კი გამომდინარეობს იქიდან, რომ ახალი ვერსია უფრო გაბარიტული იქნება და დამზადდება უახლესი ტექნოლოგიის პლატოფრმაზე CLAR, რომელიც ძირითადად 7th Series მოდელებში გამოიყენება.

აგრეთვე ახალი ავტომობილი აღჭურვილი იქნება 4 და 6 ცილინდრიანი ძრავით და დიდზელზე მომუშავე აგრეგატითაც. ამასთანავე გაყიდვაში გამოჩნდება, როგორც უკანაწამყვანთვლიანი (SDrive) ვერსია, აგრეთვე სრულწამყვანთვლიანი (XDrive) ვერსიაც.

ამ ეტაპზე, დამატებითი დეტალები არ ხმაურდება, თუმცა კომპანია X3-ზე დიდ იმედებს ამყარებს. კრიტიკოსების აზრით, Porsche Macan-თან კონკურენცია BMW-ს ძალიან გაუჭირდება, თუმცა არ გამორიცხავენ იმასაც, რომ მათ შორის ჩაერიოს Audi Q5, Mercedes-Benz GLC  და Lexus NX, რაც კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის კროსოვერების წარმოებას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები