LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW X5-ის ახალი თაობის პირველი მახასიათებლები ცნობილია

105
1428x1428 (3)

BMW ახალი თაობის X5-ის საბოლოო საგზაო ტესტებს ატარებს და უკვე გაამხილა კროსოვერის რამდენიმე ძირითადი ტექნიკური დეტალი. მოდელი ბრენდის ისტორიაში პირველი იქნება, რომელიც ერთდროულად ხუთი სხვადასხვა ტიპის აგრეგატს მიიღებს.

ყველაზე დიდ ინტერესს სრულად ელექტრული ვერსია – iX5 იწვევს. ის განახლებული CLAR პლატფორმის ბაზაზე შეიქმნება და BMW-ის მეექვსე თაობის eDrive ტექნოლოგიებით აღიჭურვება, მათ შორის 800 ვოლტიანი არქიტექტურით. iX5 60 xDrive-ის ვერსია ორ ელექტროძრავს მიიღებს, რომელთა საერთო სიმძლავრე 578 ცხენის ძალა იქნება.

ელექტრომობილი ასევე BMW-ის ისტორიაში ყველაზე ტევადი ბატარეით აღიჭურვება – აშშ-ის ბაზრისთვის მისი მოცულობა 144 კვტ/სთ იქნება, ხოლო ევროპისთვის – 141 კვტ/სთ. ამ მაჩვენებლით ახალი iX5 უკვე უსწრებს ისეთ კონკურენტებს, როგორებიცაა Porsche Cayenne Electric.

გაყიდვების დაწყებისას ხელმისაწვდომი იქნება 3.0 ლიტრიანი ბენზინის ძრავით აღჭურვილი X5 40 xDrive, რომლის სიმძლავრეც 400 ცხენის ძალას მიაღწევს. ასევე გამოჩნდება დამუხტვადი ჰიბრიდი X5 50e xDrive, რომელიც 490 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

მომდევნო წლებში ძრავების გამა გაფართოვდება და დაემატება დიზელის „რბილი ჰიბრიდები“, სხვა ბენზინისა და ჰიბრიდული მოდიფიკაციები, ხოლო 2028 წელს ბაზარზე წყალბადზე მომუშავე X5-იც გამოვა.

ახალი X5 აღიჭურვება BMW-ის უახლესი ელექტრონული სისტემით Heart of Joy, რომელსაც კომპანიაში „სუპერტვინს“ უწოდებენ. სისტემა მართავს ტრანსმისიას, სამუხრუჭე სისტემას, სტაბილიზაციის ფუნქციებსა და ენერგიის რეკუპერაციას. სტანდარტულად კროსოვერს ადაპტირებული საკიდარი ექნება, ხოლო დამატებით ხელმისაწვდომი იქნება პნევმოსაკიდარი და ძარის გადახრის აქტიური კონტროლის სისტემა.

ახალი BMW X5-ის ოფიციალური პრემიერა უახლოეს თვეებშია მოსალოდნელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები