LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW X7-მა Swarovski-ს კრისტალებით გაფორმებული ფარები მიიღო

117
bmw

კომპანია BMW-მ კროსოვერების ფლაგმანი ხაზის X7-ის ოფციები განაახლა. ამიერიდან მოდელისთვის Swarovski-ს კრისტალებიანი ფარების შეკვეთა იქნება შესაძლებელი. კრისტალები „გამოხედვას“ ბევრად უფრო მკაფიოს ხდის და შორ და ახლო ნათების როლს ერთდროულად ასრულებს. ევროპაში ასეთი ოფცია 2100 ევრო ეღირება.

სიახლეს Iconic Glow ეწოდა და ძვირფასი თვლების დამსახურებით უნიკალური ნახატი იქმნება. ღამით კი ნათების ხარისხი ბევრად უმჯობესდება.

საწყისი BMW X7 xDrive 40d დიზელის „ექვსიანითაა“ აღჭურვილი და მისი სიმძლავრე 340 ცხენის ძალაა. ასეთ კროსოვერს 100 კმ-მდე გახურება 6,1 წამში შეუძლია და კომბინირებულ ციკლში 7,6-8,7 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

ტოპ-ვერსიის კაპოტის ქვეშ სრულიად ახალი V8 4,4 აგრეგატია განთავსებული და 530 ცხენის ძალას ავითარებს. ამ უკანასკნელს პირველი 100 კმ-ს განვითარება 4,7 წამში შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები