BMW ყიდის კროსოვერს, რომელიც რეალურად არ არსებობს. ელექტრონული კროსოვერი iX3-ის წარმოება რეალურად მხოლოდ 2020 წელს დაიწყება, ავტომწარმოებელმა კი მასზე შეკვეთების მიღება დაიწყო. პირველები კი ვისაც ახალი მობილის დაჯავშნის შესაძლებლობა მიეცებათ ნორვეგიელები არიან და რიგში ადგილის დასაკავებლად მათ 15 ათასი კრონის გადახდა მოუწევთ.
ელექტროკროსოვერის სერიული ვერსია ანალოგიური სახელის მქონე პროტოტიპის მსგავსად იქნება შესრულებული. კონცეპტ-ქარი მოდერნიზებულ პლატფორმა X3-ზე აიგება და სრულ ელექტრონულ კომპლექტაციას მიიღებს. BMW-ს სიახლეს 272 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება და 70 კილოვატ საათის სიძლიერის ელემენტსაც მიიღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი დამუხტვით მოდელი 400 კმ-ს მაინც გაივლის.

