LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW Z4-ის გაყიდვები აშშ-ში მექანიკურმა გადაცემათა კოლოფმა გადაარჩინა

106
BMW Z4-ის გაყიდვები აშშ-ში მექანიკურმა გადაცემათა კოლოფმა გადაარჩინა

BMW Z4-ის გაყიდვები მექანიკური გადაცემათა კოლოფით ბევრად უფრო პოპულარული აღმოჩნდა, ვიდრე მისი წინამორბედი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. კომპანიამ 2024 წლის გაყიდვების სტატისტიკა გამოაქვეყნა და აღმოჩნდა, რომ ბაზარზე წელს გამოსული მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე მოდიფიკაციამ ავტომატურ ტრანსმისიას ბევრად აჯობა და მთელი გაყიდვების 65% სწორედ მასზე მოდის.

მთლიანობაში კი Z4-ების გაყიდვა 2024 წელს არც თუ ისე შთამბეჭდავი იყო და მხოლოდ 2129 ერთეული შეადგინა. თუმცა, 2023 წელთან შედარებით ეს 13,1%-იანი ზრდაა, წინა წელს მხოლოდ 1883 ავტომობილის რეალიზება მოხერხდა. BMW-ს წარმომადგენელთა განცხადებით, სწორედ მექანიკური ტრანსმისიის დამსახურებაა გაყიდვების ზრდა და მათდა გასაკვირად სიახლემ მყიდველში „უჩვეულო აღმაფრთოვანებელი რეაქცია“ გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები