LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოკას ფანებმა თამაში კონფეტებით ჩაშალეს (ვიდეო)

38

”ბოკა ხუნიორსის” ფანებმა მინდვრის საფარი კონფეტებით დაფარეს. ამის გამო შეხვედრა 20 წუთით შეჩერდა.

არგენტინის ჩემპიონატის მე-6 ტურის მატჩში, რომელშიც ”ბოკა” ”პატრონატოს” ხვდებოდა, არბიტრს 20-წუთიანი პაუზის გამოცხადება მოუწია. ამისი მიზეზი კი ფანების ქცევა გახდა. მათ სტადიონზე ნამდვილი კანფეტების წვიმა მოაწყვეს.

”ბოკამ” ფერად-ფერადი ნაჭრებით გალამაზებული მატჩის მოგება შეძლო. მასპინძლებმა 2:0 გაიმარჯვეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები