LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლნისში მხიარული ზებრა გადასასვლელი გაჩნდა (ფოტო)

96

გოგა ჩანადირი აქვეყნებს ფოტოს, სადაც მხიარული ზებრა გადასასვლელია გადაღებული. როგორც ცნობილი ფოტოგრაფი აღნიშნავს, საქართველოშიც გაჩნდა ასეთი მხიარული გადასასვლელები და ამ სიახლეს მიესალმება.

„საქართველოში კიდევ ერთი შემოქმედებითი ზებრა გადასასვლელი გაჩნდა. ამჯერად ბოლნისში.

„ფრთხილად, აქ გადადის მომავალი!“ – ეს წარწერაა დატანილი ამ ზებრახაზზე.

საქართველოს პროკურატურა აგრძელებს კამპანიას მოძრაობის წესების კულტურის ასამაღლებლად და შემოქმედებითი ზებრახაზიც მისი დამსახურებაა.

ასეთი მიდგომა ნამდვილად ამართლებს. ამაღლებს ცნობილობასა და კულტურას.

ყოჩაღ!

აქცია #ჩვენვიცავთმოძრაობისწესებს გრძელდება“- აღნიშნავს გოგა ჩანადირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები