LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბოლო ორი დღის ამბებს დავარქმევდი “ტაქსისტების შურისძიებას”

76

გიორგი ჩინჩალაძე, სატრანსპორტო სფეროში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, “ფეისბუქზე” პოსტს აქვეყნებს.

ჩინჩალაძე, მეტროს მემანქანეების გაფიცვის შემდეგ, ტაქსის მძღოლების მიერ აწეულ ფასებს “ტაქსისტების შურისძიებას” უწოდებს.

“ახლა ხო კარგად იხვეწებით და იხდით გაათმაგებულ ფასებს “სუნიან” ტაქსებში?!

  1. გაზრდილი ტარიფები არის ჩვეულებრივი “ბაზარი დაარეგულირებს”.
  2. რამდენად მორალურია ეს ქმედება, მეორე საკითხია.
  3. მორალი ინდივიდუალური ცნებაა.
  4. შესაბამისად, ზოგი მაინც ძველი ტარიფებით მოძრაობს. ზოგი ცივი გონებით იქცევა და რაციო აქვს წინა პლანზე წამოწეული.
  5. საერთოდ არ გამიკვირდება, როცა ლიცენზიების და ტექდათვალიერების დრო მოვა, საზოგადოებამ ფეხზე დაიკიდოს ეს ჯგუფი.
  6. საზოგადოებრივი სოლიდარობა და თავისუფალი ბაზარი შესაძლებელია თავისუფლად თანაცხოვრობდნენ. უბრალოდ, ამისთვის საჭიროა განათლება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
  7. ბოლო ორი დღის ამბებს დავარქმევდი “ტაქსისტების შურისძიებას”, – წერს გიორგი ჩინჩალაძე.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები