LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯღალოსნები ფრანგულ შეკრებაზე გაემგზავრნენ (ვიდეო)

31

2017 წლის “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” დაწყებამდე ერთი კვირაზე ნაკლები რჩება. პირველ ტურში ბორჯღალოსნები ბელგიას ბრიუსელში 11 თებერვალს ეთამაშებიან.
ბორჯღალოსნები წლის პირველი შეკრების გასამართად ტულუზაში გაემგზავრნენ. ჰეიგმა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა საწყისი ორი მატჩისთვის 26 იანვარს დაასახელა – სულ 31 მორაგბეს უხმო.

გამოძახებულთაგან ნახევარზე მეტი ქართულ კლუბებს წარმოადგენენ. 16 მორაგბე დიდი 10-დან და ერთიც პირველი ლიგიდანაა. რაზმში ერთი ცვლილებაა: „სტად ფრანსეზის“ ბურჯმა ზურაბ ჟვანიამ მიკრო-ტრავმა მიიღო და მის ადგილს „აჟენის“ წევრი, გიორგი თეთრაშვილი დაიკავებს.

ფრანგულ შეკრებაზე ბორჯღალოსნები 9 თებერვლამდე დარჩებიან, რის შემდეგაც გეზს ბრიუსელისკენ აიღებენ და ბელგიას 11 თებერვალს, საქართველოს დროით 18 საათზე შეერკინებიან.

ნაკრები შინ 13 თებერვალს დაბრუნდება და გერმანიასთან მატჩისთვის ‘შევარდენის“ ბაზაზე განაგრძობს მზადებას. ეს თამაში 19 თებერვალს, რუსთავში გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.
საქართველო – ბელგია (2013-2014)
2 ტესტი (1 შინ – 1 გარეთ)
2-0 (52:13, ლელოებით 8/1)

 

საქართველო – გერმანია (1995-2016)
5 ტესტი (3 შინ – 2 გარეთ)
5-0 (252:26, ლელოებით 37/3)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები