LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯღალოსნებმა სამოასთან ფრედ ითამაშეს

45

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოკეანეთის ტურნეში პირველი ტესტ-მატჩი სტუმრად სამოას ნაკრებთან გამართა და ფრეს დასჯერდა – 19:19.

აპიას “პარკ სთედიუმზე” გამართული შეხვედრაში ანგარიში მატჩის დებიუტიდან მალევე ჯარიმით მერაბ კვირიკაშვილმა გახსნა 3:0.

რამდენიმე ხანში მეკომ ანგარიში კვლავ კარში დარტყმით გაზარდა 6:0 და ტაიმის ბოლომდე მონაგარს კიდევ სამი ქულა მოუტანა, მაგრამ მანამდე სამოელთა დამრტყმელმა, მგეზავნა ფააპალემ ორჯერ იმარჯვა. ტაიმი ანგარიშით 9:6 დასრულდა.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა გაათანაბრეს 9:9, ხოლო შემდეგ სამოელთა კაპიტანმა დევიდ ლემიმ დაგვალელოვა, ფააპალემ კი ზუსტად გარდასახა 9:16.

პასუხად გვარიანი ქართული მოლი ავაგორეთ, რომელსაც მასპინძლეთა ლელოში ტრავმა მოშუშებული კოკი თხილაიშვილი მოწყდა და დაამიწა. კვირიკაშვილმა გარდასახა და 16:16.

მალევე ფააპალეს ისევ მიეცა ჯარიმის დარტყმის შესაძლებლობა, რითაც გუნდი წინ გაიყვანა 16:19. მას მეკომ ასევე ზუსტი დარტყმით უპასუხა 19:19.

მატჩის დასრულებამდე მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, როდესაც რამდენიმე ფაზის შემდეგ ლაშა ხმალაძემ არეკნით სცადა ბორჯღალოსანთა დაწინაურება, მაგრამ სამწუხაროდ ოვალი მიზანს ასცდა და მატჩი ფრედ დასრულდა.

ამრიგად ივნისის პირველი ტესტი დასრულდა. ოკეანეთის ტურნე კი გრძელდება. ბორჯღალოსნები ახლა ფიჯიზე, სუვაში გადაინაცვლებენ, სადაც 18 ივნის ტონგას ერკინებიან, ხოლო ტურნეს ბოლო მატჩში, კი 24 ივნისს მასპინძელ ფიჯის ებურთავებიან.
სამოა 19:19 საქართველო

საქართველო

15 მერაბ კვირიკაშვილი (22 ლაშა მალაღურაძე 72)
14 გიორგი ფრუიძე (23 თამაზ მჭედლიძე 72)
13 დავით კაჭარავა
12 მერაბ შარიქაძე
11 სანდრო თოდუა
10 ლაშა ხმალაძე
9 გიორგი ბეგაძე (21 ვაჟა ხუციშვილი 59)
1 კახა ასიეშვილი (17 ზურაბ ჟვანია 51)
2 ჯაბა ბრეგვაძე (16 შალვა მამუკაშვილი 51)
3 ირაკლი მირცხულავა (18 ანტონ ფეიქრიშვილი 51)
4 გიორგი ჩხაიძე (19 ნოდარ ჭეიშვილი 71)
5 გიორგი ნემსაძე
6 შალვა სუთიაშვილი^კაპ (20 საბა შუბითიძე 71)
7 გიორგი თხილაიშვილი
8 ლაშა ლომიძე –

ლ: თხილაიშვილი; გ 4ჯ: კვირიკაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები