LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორტგამცილებელმა ფრენის დროს პილოტი ჩაანაცვლა

33

გერმანული ავიაკომპანიის ბორტგამცილებელმა ფრენის დროს პილოტი ჩაანაცვლა. გამოცემა „Neue Presse”-ს ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ TUIfly-ს ბორტზე მოხდა.

ლაინერი ჰანოვერიდან მალიორკაზე მიფრინავდა, როდესაც მეორე პილოტი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. მას ხომალდის მართვა აღარ შეეძლო, ამიტომ მისი ფუნქციები საკუთარ თავზე ბორტის სხვა წევრს უნდა აეღო. ბორტგამცილებელმა გოგონამ კი გადაწყვიტა, რომ პილოტობას შეძლებდა და ეს მართლაც არაჩვეულებრივად გამოუვიდა.

აღსანიშნავია, რომ დაჯდომის შემდეგ მეორე პილოტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორე დღეს კი იმავე ლაინერით სამშობლოში დააბრუნეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები